Saturday, 20 July 2013

სასწავლო პროექტი-,,წიგნი-ცოდნის გასაღები"

პროექტის სახელწოდება:

 წიგნი-ცოდნის გასაღები

პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; წიგნისადმი ინტერესის გაღვივება; აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება; ინოვაციური მეთოდის  ,,კითხვის   სწავლებისადმი  ჰოლისტური  მიდგომა დიდი  წიგნების   გამოყენებითდანერგვა სასწავლო პროცესში.
პროექტის აქტუალობა:

წიგნი  კაცობრიობის  გენიის  მიერ  ნაანდერძევი,  თაობიდან  თაობაში  გარდამავალი  უძვირფასესი  მემკვიდრეობაა.  წიგნი  აზრის  ხომალდებია,  რომლებიც  მოგზაურობენ  დროის  ტალღებზე  და  თავიანთი ძვირფასი  ტვირთი  ფრთხილად  მიაქვთ ცხოვრების ურთულეს გზაზე. წიგნი  ალბათ,  ყველაზე  რთული  და  უდიდესი  სასწაულია  ყველა  სასწაულთაგან,  რომელიც  შეიქმნა  თავისი  მომავალი  ბედნიერებისა  და  ძლევამოსილობის  გზაზე. . .
       პროექტი  ,,წიგნი-ცოდნის  გასაღები”,  და  მეთოდი  ,,კითხვის  სწავლებისადმი  ჰოლისტური  მიდგომა  დიდი  წიგნების  გამოყენებით ხელს  შეუწყობს,  აზიაროს მოსწავლეები წიგნის შექმნის პროცესს იაკობ  გოგებაშვილის ცნობილი ქართული ნაწარმოების ,,კეთილი  გულისაფუძველზე.
პროექტის მიზნები:
ხელი  შეუწყოს  პროგრამის  ,,ქართული  ხელნაწერი  წიგნი” დაწყებითი  საფეხურის  მოსწავლეთათვის ადაპტირებას; საგანმანათლებლო პროექტში პირველკლასელთა ჩართვა; წიგნის  წარმოშობის  ისტორიის  გაცნობას; წიგნის  მახასიათებლების    შესწავლას;  კითხვის  ტექნიკის  გაუმჯობესებას; მოსაწავლეებში დამოუკიდებელი მუშაობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;  ლექსიკური  მარაგის  გამდიდრებას; გაგებას; წიგნთან ურთიერთობის  უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;  წიგნისადმი  ინტერესის  გაღვივებას; ელექტრონული,  აუდიო  და  ინტერაქტიული  წიგნების  გაცნობასა  და  გამოყენებას;  ინოვაციური მეთოდის დანერგვას სასწავლო პროცესში; მოსწავლეთა  ჩაბმას შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში, მათი  კომპეტენციების  ამაღლებას.
 პროექტი ითვალისწინებს საგანთა ინტეგრაციას და ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების შესაქმნელად.
მონაწილეთა ასაკი:

 5-6 წელი

ვადები/ხანგრძლივობა:  

თებერვალი, მარტი, აპრილი.

მოსალოდნელი შედეგები:

მოსწავლე   შეძლებს,  მოისმინოს,  ადეკვატურად  აღიქვას  და  გადმოსცეს  მარტივი  ინფორმაცია  მისთვის  ნაცნობ  თემაზე  და  გამოხატოს  თავისი  დამოკიდებულება  წაკითხულის  მიმართ;   გაუმჯობესდება  კითხვის  ტექნიკა;  ხელი  შეეწყობა  ინოვაციური  მეთოდის  დანერგვას;  მოსწავლეთა  კომპეტენციების  განვითარებას;   თეორიული  ცოდნის  პრაქტიკაში  გამოყენებას.  რაც  მთავარია,  მოსწავლე  ყალიბდება  აქტიურ  მკითხველად.

დიზაინი:
 პროექტის  თანმიმდევრულობა  დაცულია.  პროექტი  შესრულებულია  ქართულ  ენაზე.

დამხმარე საშუალებები და ძირითადი რესურსები:

დიდი ფორმატის ქაღალდზე დაწერილი ტექსტები ფერადი ნახატებით, დიდი ასოებითა და  ნახატებით გაფორმებული საბავშვო წიგნები , სიტყვების კედელი, სიტყვების სკივრი, სიტყვების ლოტო,  ფერადი  ფურცლები,  წებო,  ფერადი  ფანქრები,  საღებავები,  მაკრატელი, ბუკები, პროექტორი, ფოტოაპარატი.

პროექტის მსვლელობა:

მოსწავლეები ინტერნეტიდან მოიძევენ ინფორმაციასა და სურათებს  წიგნის შექმნის ისტორიის  შესახებ; გადაუღებენ ფოტოებსა და ვიდეოებს; გაუზიარებენ ერთმანეთს  აზრებს  და დაახასიათებენ  თითოეულ მათგანს. მოსწავლეები წავლენ ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საბავშვო ლიტერატურის განყოფილებაში. ყველა გაწევრიანდება ბიბლიოთეკაში და გახდება აქტიური მკითხველი.
პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები იგეგმება მოსწავლეებთან ერთად.
მოსწავლეთა მიერ  შერჩეული  სამუშაოები: 
2 კვირის განმავლობაში  მოსწავლეებს მოჰქონდათ სხვადასხვა მასალა  წიგნის შესახებ, ინტერნეტიდან მოძიებული ინფორმაცია  და აკეთებდნენ  პრეზენტაციას E-learning -ის  საშუალებით. საკუთარ ნამუშევარს ეკრანის გაზიარების რეჟიმით უზიარებდნენ ერთმანეთს. მათ გადანაწილებული ჰქონდათ დავალებები.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეების წინაშე იდგა პრობლემა, ისინი მოვლენებს ახლებურად ხედავდნენ, თავისუფლად გამოთქვამდნენ აზრებს და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით ეძებდნენ გადაჭრის გზებს. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ისინი თვითონ იმუშავებდნენ შესაძლო სტრატეგიებს, გეგმავდნენ შესასრულებელ სამუშაოებს და გაწერილ  დროში წარუდგენდნენ თანაკლასელებს. ასეთ შემთხვევაში ისინი იყვნენ აქტიურნი და  თავისუფალი თვითშემმეცნებელნი.
მოსწავლეები ძველი და ახალი ცოდნის შედარებით აგროვებდნენ ახალ ინფორმაციას, ხდებოდა ცოდნის აგება, კონსტრუირება. ისინი თავად ამზადებდნენ სხვადასხვა დეტალს, ხატავდნენ, აფერადებდნენ, ჭრიდნენ, ქმნიდნენ ახალ პროდუქტს. იღებდნენ ფოტოებს, ვიდეოებს, გამოყოფდნენ მნიშვნელოვანს და უზიარებდნენ ერთმანეთს დროის ლიმიტის დაცვით (თვითრეგულაცია).
მოსწავლეებმა დადგეს მინი სპექტაკლი ,,ბიბლიოთეკის  ტყვეობაში”, ერთ-ერთმა მოირგო ჟურნალისტის როლი და გამართა საინტერესო დისკუსია რესპოდენტებთან. ეს მათ განუვითარებთ წარმოსახვით აზროვნებას, შემოქმედებით, სოციალურ და საკომუნიკაციო უნარებს. იქნებიან კრეატიულები. წახალისებული იყო მათი შემოქმედებითობა.
ასეთ შემთხვევაში სწავლა აქტიურ პროცესად გარდაიქმნება და იგი არაა მოსაწყენი, ერთფეროვანი. მოსწავლეები მოტივირებულნი არიან და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება გააჩნიათ. ისინი ხალისით მუშაობდნენ, თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. კოლაბორაცია, გუნდური  მუშაობა მათი სტრატეგია იყო, ირჩევდნენ საუკეთესო ნამუშევრებს და უზიარებდნენ ერთმანეთს.
ისტ-ი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ. ინფორმაციის გაზიარება ბუკის საშუალებით მათთვის იყო ერთადერთი გზა და მიეცათ მეტი შანსი, ყოფილიყვნენ შემოქმედებითნი, ინოვაციურები., მონაწილეობას იღებდნენ საკუთარი სწავლის პროცესში. 
აქტივობები:

1.     მოსწავლეებმა ინტერნეტიდან მოიძიეს ინფორმაცია და სურათები სხვადასხვა ეპოქაში არსებულ წიგნთან დაკავშირებით, ბუკის საშუალებით გაუზიარეს ერთმანეთს და დაახასიათეს თითოეული მათგანი. 




2.    ბიბლიოთეკაში შეასრულეს სხვადასხვა სამუშაო ,,დიდი წიგნისათვის”, დაათვალიერეს ცოდნის სამფლობელო, გაწევრიანდნენ და გახდნენ აქტიური მკითხველები, ერთმანეთს გადაუღეს ფოტოები, საკლასო ოთახში კი  ვიდეო. 


4.    მოსწავლეებმა გამართეს საკუთარი ხელებით შექმნილი ,,დიდი წიგნის” საჯარო პრეზენტაცია და დეტალურად განიხილეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა ,,კეთილი გული”. 
5.    მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი ლირიკული შედევრები და ერთმანეთს გადაუღეს ვიდეო. 
6.    გააკეთეს შეფასებები და გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულებები წიგნიერების მიმართ. გადაიღეს ვიდეო. 
7.    აპრილის თვეში მოსწავლეებმა ცოდნის გამყარების მიზნით მოაწყვეს გრანდიოზული ღონისძიება (იხ. პრეზენტაცია).
8.შეფასება და თვითშეფასება.

ბიბლიოთეკაში და გაკვეთილზე ფოტოსა და ვიდეოს გადაღების დროს მოსწავლეები ცდილობდნენ, რომ ეკრანზე გამოსახულება ზუსტად და სუფთად აღბეჭდილიყო, არეგულირებდნენ დროს, შეცდომების შემთხვევაში ხელახლა უხდებოდათ გადაღება. ის მასალები, რომლებიც მათ წარმოადგინეს, აუცილებლად ითხოვდა კომპიუტერის გამოყენებას. სხვა რესურსი ფაქტობრივად, მათთვის მიუწვდომელი იყო. ბუკის საშუალებით ადვილად ახდენდნენ ფოტოებისა და ვიდეოების დემონსტრირებას.
გადაღების დროს მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ახალ ცოდნას უზიარებდნენ, ერთმანეთისგან ადვილად სწავლობდნენ.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი  პროცესში და გრძნობდნენ უდიდეს პასუხისმგებლობას. მათ კარგად გაანალიზეს დღევანდელ საქართველოში არსებული პრობლემა წიგნიერების თვალსაზრისით,  წარმოიდგინეს სიტუაცია, მოიყვანეს არგუმენტები და კონტრარგუმენტები, დამოუკიდებლად გააკეთეს დასკვნები, დასახეს პრობლემის გადაჭრის გზები და შესასრულებელი სამუშაოები.
სამუშაოების შესრულება გარკვეულ მონდომებასა და ძალისხმევას ითხოვდა, რადგან მეტი ინფორმაცია მოეძიათ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. უჭირდათ გადაღებები, თუმცა ცდილობდნენ, ყოფილიყვნენ კომპეტენტურები.
მოსწავლეები ახდენდნენ წაკითხული თუ მოსმენილი მასალის დახარისხებას, ვრცელი ტექსტიდან მნიშვნელოვანის გამოყოფას, დამოუკიდებლად აკეთებდნენ ანალიზს, განასახიერებდნენ როლებს, ასრულებდნენ სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოს ,,დიდი წიგნისათვის”, ასაბუთებდნენ, თუ რომელი ალტერნატიული გადაწყვეტილება იყო უკეთესი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. მოსწავლეები Classroom Management-ის საშუალებით ნახულობდნენ ერთმანეთის ვიდეოებს, ფოტოებს, აძლევდნენ მეგობარს რჩევებს, თუ რომელი იყო უკეთესი, რადგან გაეკეთებინათ პრეზენტაცია.
მეტი ინფორმაციულობისთვის მოსწავლეები კვლავ წავიდნენ ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ლიტერეტურის განყოფილებაში და გაესაუბრნენ იქ მომუშავე თანამშრომლებს. მათ აუხსნეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჰარმონიული განვითარებისათვის წიგნს  და როგორ უწყობს ხელს განათლებისა და ინტელექტის ჩამოყალიბებაში. იქ გადაიღეს უამრავი ფოტო. საკლასო ოთახში მხოლოდ გადაღებულ ფოტოებზე ხდებოდა მსჯელობა და შემდეგ შერჩევა.
თუ რეალობას გადავხედავთ, საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების შედეგებით წიგნიერების კუთხით ქართველ ბავშვებს საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ.  წიგნთან დამოკიდებულების, გაუცხოების საკითხი ძალზე მტკივნეული და აღმაშფოთებელია. თუნდაც მოსწავლეების მიერ დადგმული სპექტაკლი ,,ბიბლიოთეკის ტყვეობაში” ამ პრობლემის საპასუხოდაა შექმნილი. მათ ურთიერთდახმარებით უამრავი ინფორმაცია მოიძიეს და ჩაწვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი, როგორც ცოდნის წყარო და თავიდანვე ჩაინერგეს წიგნისადმი სიყვარული. მოსწავლეები თავად ეზიარნენ წიგნის შექმნის პროცესს და იგრძნეს საკუთარი როლის მნიშვნელობა. მათი მიზანი გახდა,  მომავალში საერთაშორისო კვლევების შედეგებში   პირველი ადგილი დაეკავებინათ. მუშაობის პროცესში თითოეული ჯგუფი ადგენდა კვირის გეგმას, მუდმივად აკონტროლებდნენ, მისდევდნენ თუ არა დაგეგმილს, აფასებდნენ, როდის უკეთ გადიოდნენ შედეგზე, შესაბამისად იზრდებოდა მათი მოტივაცია.
სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დახატული სურათები, ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილი სხვადასხვა დეტალი აკინძეს და შექმნეს ახალი, მთლიანი პროდუქტი-,,დიდი წიგნი”. ჯგუფის წევრები ერთმანეთს ამხნევებდნენ, თანამშრომლობდნენ პრობლემის  ერთობლივად გადაწყვეტისა და საერთო მიზნის მიღწევის მიზნით. მათი მონდომება, ძალისხმევა, კონკრეტული ქმედება წახალისებული იყო. 
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მოიწვიეს მშობლები, დაწყებითი კლასის სხვა მოსწავლეები და მოაწყვეს საჯარო პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა ცოდნის გამყარების მიზნით მოაწყვეს გრანდიოზული ღონისძიება.

ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან. მათგან სისტემატურად ვიღებდით სასარგებლო რჩევებს. მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით, 24 აპრილს, ღონისძიებაზე, მოიწვიეს უნივერსიტეტის თანამშრომლები: პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პედაგოგიკის დეპარტამენტის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი მაია ახვლედიანი; სრული პროფესორი ლეილა აბზიანიძე;  აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სასწავლო განყოფილების უფროსი, პედაგოგიური ფაკულტეტის, პედაგოგიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი, ღირსების ორდენოსანი იმერ ბასილაძე; ასოცირებული პროფესორი  ნატალია დვალი; ქალბატონი ნათელა ბერაძე;

აგრეთვე იმყოფებოდნენ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი გენად მარგველაშვილი, დირექტორის მოადგილე მერაბ გრიგოლაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე ბელა დურგლიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია კუხიანიძე, დაწყებითი კლასების პედაგოგები, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის თავმჯდომარე ნატალია ჩარკვიანი, ააიპ ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების N26 ფილიალის უფროსი თეა კორძაძე, ამავე ბაგა-ბაღის აღმზრდელი ნანა როხვაძე, Iა კლასის მოსწავლეების მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები. თითოეულმა მათგანმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება თემატიკასთან დაკავშირებით, შეაფასა ღონისძიება და მოსწავლეებს კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად, ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად, ამუშავებს კონკრეტულ საკითხებს. მოსწავლეები ამზადებენ ,,დიდ წიგნს“ და განასახიერებენ მასწავლებლის დახმარებითა და საკუთარი სურვილით შერჩეულ როლებს. რეალიზებას უკეთებს ქართული ენისა და ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.



მოსწავლეთა მიერ პროექტზე განხორციელებული თითოეული აქტივობის ანგარიში

თარიღი:
ჯგუფი:
აქტივობის შესრულების ვადა:

                                                     შინაარსობრივი სამუშაო

 მოვაგვარეთ:
მოცემულ ვადაში ჩვენ წარმატებით გავართვით თავი შემდეგ სამუშაოს:
------------------------------------------------------------------------------------------------------------
წავაწყდით დაბრკოლებებს:
მოცემულ დროში სირთულეებმა იჩინა თავი შემდეგი სამუშაოს შესრულებისას:
---------------------------------------------------------------------------------------------------
ალბათ გვჭირდება...-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ამისათვის გადავწყვიტეთ:----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჯგუფში თანამშრომლობა:
პროექტზე მუშაობის დროს ჯგუფში თავი იჩინა შემდეგმა პრობლემებმა:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრობლემის მოგვარება ამგვარად ვცადეთ:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრობლემა ამით:
ოგვარდა    
არ მოგვარდა      

საჭიროებები:
ჩვენ გვჭირდება:----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



                    ჯგუფის მუშაობის მეტაანალიზი


კრიტერიუმები
სავსებით ვეთანხმე
ბი
ვეთანხმე
ბი
ნაწილობ
რივ ვეთანხმები
თითქმის არ ვეთანხმე
ბი
ქმედებაზე ორიენტაცია:  ინიციატივას სიამოვნებით ავიტაცებ;
პასუხისმგებლობის აღება არ მიჭირს; გაჭიანურებული საქმე არ მიყვარს; ვზრუნავ ჯგუფის წინსვლაზე




განვითარებაზე ორიენტაცია: სიამოვნებით ვავითარებ ახალ იდეებს; რუტინა არ მიყვარს; ყურადღებას ვაქცევ ჯგუფში მრავალფეროვნებას.




ჯგუფზე ორიენტაცია: ჩემთვის მნიშვნელოვანია ჯგუფში განწყობა; დისკუსია არ მიყვარს; არ მიჭირს დათმობაზე წასვლა.




ანალიტიკოსი:
 ჩემთვის მნიშვნელოვანია საკითხების სიღრმისეული შესწავლა; პასუხისმგებლობას არ გავურბივარ.








                                          შეფასების რუბრიკა


                  კრიტერიუმები

ყოველთვის
ზოგ
ჯერ
იშვია
თად
არას
დროს
შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებების,  რჩევების ადაპტირება და მათი ადეკვატური გამოყენება




მზად არის, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს  რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა; შეუძლია ჯგუფის სხვა წევრის წინადადებების მოსმენა, გათვალისწინება და განვითარება




უმიზეზოდ არ აცდენს ჯგუფის არც ერთ შეხვედრას; ყველა დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს; მისი სამუშაო რესურსები  მოწესრიგებულია




 კარგად ახერხებს ფაქტების ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას; იცავს საუბრის/დისკუსიის წესებს და შეუძლია კარგი იმპულსების მიცემა ერთობლივი სამუშაოს წარმართვისათვის




ამჟღავნებს კომპრომისის უნარს;  ახერხებს პრობლემების იდენტიფიცირებას და დროულ რეაგირებას; შესწევს უნარი, აღიაროს შეცდომები და დასკვნები გამოიტანოს








მოსწავლეთა მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტის შეფასების კითხვარი

მოსწავლის სახელი, გვარი:
პროექტის დასახელება:
პროექტზე მუშაობის ვადები:

1.   როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?
ა) ბევრი რამ მასწავლა
ბ) მასწავლა
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია
დ) ახალი არაფერი მისწავლია
2.   შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
ა) ბევრად უკეთესი გახდა
ბ) უკეთესი გახდა
გ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო
გ) გაუარესდა
3.    ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
ა) სავსებით ნათელი იყო
ბ) ნათელი იყო
გ) არც ისე ნათელი იყო
დ) სრულიად გაურკვეველი იყო
4.    მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ მემუშავა პროექტზე.
ა) სავსებით ვეთანხმები
ბ) ვეთანხმები
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები
დ) არ ვეთანხმები
5.    როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო.
ა) სავსებით ვეთანხმები
ბ) ვეთანხმები
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები
დ) არ ვეთანხმები
6.    შედეგებით კმაყოფილი ვარ.
ა) სავსებით ვეთანხმები
ბ) ვეთანხმები
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები
დ) არ ვეთანხმები


გმადლობთ დახმარებისთვის!


პროექტის ავტორი: ნინო გამყრელიძე განათლების მეცნიერებათა დოქტორი

No comments:

Post a Comment