გეგმები



სასწავლო პროექტის ,,წიგნი-ცოდნის გასაღები“ გეგმა



პროექტის სახელწოდება
წიგნი-ცოდნის გასაღები

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; წიგნისადმი ინტერესის გაღვივება; აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება; ინოვაციური მეთოდის  ,,კითხვის   სწავლებისადმი  ჰოლისტური  მიდგომა დიდი  წიგნების   გამოყენებითდანერგვა სასწავლო პროცესში.
პროექტის აქტუალობა
წიგნი  კაცობრიობის  გენიის  მიერ  ნაანდერძევი,  თაობიდან  თაობაში  გარდამავალი  უძვირფასესი  მემკვიდრეობაა.  წიგნი  აზრის  ხომალდებია,  რომლებიც  მოგზაურობენ  დროის  ტალღებზე  და  თავიანთი ძვირფასი  ტვირთი  ფრთხილად  მიაქვთ ცხოვრების ურთულეს გზაზე. წიგნი  ალბათ,  ყველაზე  რთული  და  უდიდესი  სასწაულია  ყველა  სასწაულთაგან,  რომელიც  შეიქმნა  თავისი  მომავალი  ბედნიერებისა  და  ძლევამოსილობის  გზაზე. . .
       პროექტი  ,,წიგნი-ცოდნის  გასაღები”,  და  მეთოდი  ,,კითხვის  სწავლებისადმი  ჰოლისტური  მიდგომა  დიდი  წიგნების  გამოყენებით ხელს  შეუწყობს,  აზიაროს მოსწავლეები წიგნის შექმნის პროცესს იაკობ  გოგებაშვილის ცნობილი ქართული ნაწარმოების ,,კეთილი  გულისაფუძველზე.
პროექტის მიზნები
ხელი  შეუწყოს  პროგრამის  ,,ქართული  ხელნაწერი  წიგნი” დაწყებითი  საფეხურის  მოსწავლეთათვის ადაპტირებას; საგანმანათლებლო პროექტში პირველკლასელთა ჩართვა; წიგნის  წარმოშობის  ისტორიის  გაცნობას; წიგნის  მახასიათებლების    შესწავლას;  კითხვის  ტექნიკის  გაუმჯობესებას; მოსაწავლეებში დამოუკიდებელი მუშაობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;  ლექსიკური  მარაგის  გამდიდრებას; გაგებას; წიგნთან ურთიერთობის  უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;  წიგნისადმი  ინტერესის  გაღვივებას; ელექტრონული,  აუდიო  და  ინტერაქტიული  წიგნების  გაცნობასა  და  გამოყენებას;  ინოვაციური მეთოდის დანერგვას სასწავლო პროცესში; მოსწავლეთა  ჩაბმას შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში, მათი  კომპეტენციების  ამაღლებას.


მონაწილეთა ასაკი
5-6 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
თებერვალი, მარტი, აპრილი
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას 
მოსწავლე   შეძლებს,  მოისმინოს,  ადეკვატურად  აღიქვას  და  გადმოსცეს  მარტივი  ინფორმაცია  მისთვის  ნაცნობ  თემაზე  და  გამოხატოს  თავისი  დამოკიდებულება  წაკითხულის  მიმართ;   გაუმჯობესდება  კითხვის  ტექნიკა;  ხელი  შეეწყობა  ინოვაციური  მეთოდის  დანერგვას;  მოსწავლეთა  კომპეტენციების  განვითარებას;   თეორიული  ცოდნის  პრაქტიკაში  გამოყენებას.  რაც  მთავარია,  მოსწავლე ჩამოყალიბდება  აქტიურ  მკითხველად.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
დიდი ფორმატის ქაღალდზე დაწერილი ტექსტები ფერადი ნახატებით, დიდი ასოებითა და  ნახატებით გაფორმებული საბავშვო წიგნები , სიტყვების კედელი, სიტყვების სკივრი, სიტყვების ლოტო,  ფერადი  ფურცლები,  წებო,  ფერადი  ფანქრები,  საღებავები,  მაკრატელი, ბუკები, პროექტორი, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)


1.    მოსწავლეებმა ინტერნეტით მოიძიეს ინფორმაცია და ფოტოები სხვადასხვა ეპოქაში არსებულ წიგნთან დაკავშირებით, ბუკის საშუალებით გაუზიარეს ერთმანეთს და დაახასიათეს თითოეული მათგანი.
2.    ბიბლიოთეკაში შეასრულეს სხვადასხვა სამუშაო ,,დიდი წიგნისათვის”, დაათვალიერეს ცოდნის სამფლობელო, გაწევრიანდნენ და გახდნენ აქტიური მკითხველები, ერთმანეთს გადაუღეს ფოტოები, საკლასო ოთახში კი  ვიდეო.
3.    მოსწავლეებმა დადგეს მინი სპექტაკლი ,,ბიბლიოთეკის ტყვეობაში”, ,,ჟურნალისტმა” გამართა საინტერესო დისკუსია რესპოდენტებთან.
4.    მათ გამართეს საკუთარი ხელებით შექმნილი ,,დიდი წიგნის” საჯარო პრეზენტაცია და დეტალურად განიხილეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა ,,კეთილი გული”.  გადაიღეს ფოტოები, საკლასო ოთახში კი ვიდეო.
5.    მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი ლირიკული შედევრები და ერთმანეთს გადაუღეს ვიდეო.
6.    გააკეთეს შეფასებები და გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულებები წიგნიერების მიმართ. გადაიღეს ვიდეო.
7.    აპრილის თვეში მოსწავლეებმა ცოდნის გამყარების მიზნით მოაწყვეს გრანდიოზული ღონისძიება. მოწვეულმა სტუმრებმა თემატიკასთან დაკავშირებით გამოთქვეს აზრი და გააკეთეს შეფასებები.
8.    შეფასება და თვითშეფასება.



საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად, ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად, ამუშავებს  კონკრეტულ საკითხებს.  მოსწავლეები ამზადებენ ,,დიდ წიგნს“ და წარმოადგენენ მასწავლებლის დახმარებითა და საკუთარი სურვილით შერჩეულ როლებს. რეალიზებას უკეთებენ ქართული ენისა და ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

პროექტის ხელმძღვანელი
ნინო გამყრელიძე განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი
პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
ninogamkrelidze@gmail.com








მეთოდის ,,კითხვის სწავლებისადმი ჰოლისტური მიდგომა” გეგმა



განსახორციელებე
ლი მეთოდის დასახელება
კითხვის სწავლებისადმი ჰოლისტური მიდგომა დიდი წიგნების გამოყენებით
სამიზნე ჯგუფი
I საფეხური,  I  კლასი.
მოსწავლეთა  რაოდენობა
31
განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
არა
მეთოდის მნიშვნელობა
იგი მრავალგზის აპრობირებული მეთოდია და ხელს უწყობს მასწავლებლებს წიგნიერებაზე ორიენტირებული საკლასო გარემოსა და სასწავლო პროცესის ორგანიზებაში, რაც თავის მხრივ, თითოეული მოსწავლის აკადემიური წარმატების ყველაზე მყარი საფუძველია ნებისმიერ საგანში.
სამიზნე  უნარები  კითხვის  ასპექტების  მიხედვით

ტექსტის  მახასიათებლების  ცოდნა;  გამართული  კითხვა; ლექსიკური  მარაგის გამდიდრება; გაგება-გააზრებას; კითხვის  ტექნიკის  გავარჯიშება; ტექსტიდან მთლიანი სიტყვის ამოკითხვა; წაკითხულიდან აზრის გამოტანა; საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხულის მიმართ; ტექსტის მთლიანობაში აღქმა; ინოვაციური  მეთოდის  დანერგვა  სასწავლო  პროცესში;  მოსწავლეთა  კომპეტენციების  განვითარება.

მისაღწევი  შედეგები
მოსწავლე   შეძლებს  მოისმინოს,  ადეკვატურად  აღიქვას  და  გადმოსცეს  მარტივი  ინფორმაცია  მისთვის  ნაცნობ  თემაზე  და  გამოხატოს  თავისი  დამოკიდებულება  წაკითხულის  მიმართ;   გავარჯიშდება  კითხვის  ტექნიკა;  მოსწავლეები თეორიულ  ცოდნას  პრაქტიკაში  გამოიყენებენ;  მოხდება ტექსტიდან მთლიანი სიტყვის ამოკითხვა; წაკითხულიდან აზრის გამოტანა; ტექსტის მთლიანობაში აღქმა; ჩამოყალიბდება  აქტიურ  მკითხველად;  ხელი  შეეწყობა  ინოვაციური  მეთოდების  დანერგვას;  მოსწავლეთა  კომპეტენციების  განვითარებას.  


განვითარების ეტაპები



პირველი ეტაპი: მთლიანობითი კითხვა, რომელიც წინ უსწრებს ანალიზს.
მიმდინარეობა:

  • მთლიანი ტექსტის დასწავლა კითხვით. დანაწევრება წინადადებებად, სიტყვებად.
  • უკვე  ნაცნობი სიტყვებისაგან  და  წინადადებებისაგან  ახალი საკითხავი ტექსტის შედგენა და წაკითხვა.

მეორე   ეტაპი :  ასოებისა და ბგერების ანალიზი.
მიმდინარეობა:

  • ოპტიკური  ანალიზი:  ნაწერი  სიტყვების  შედარება,  სიტყვების  მსგავსი  ნაწილების  დადგენა,  განსხვავებული  ნაწილების  გამოცალკავება.
  • აკუსტიკური  ანალიზი:  სიტყვების  ბგერებად  დაშლა,  სიტყვათა  შედგენა  ნაწილებისაგან.

მესამე  ეტაპი:  სინთეზის  განხორციელება  მთლიანობითი  კითხვის  შენარჩუნებით.

მიმდინარეობა:
·         მთლიანი  სტრუქტურების  აღმშენებლობა  სიტყვებად,  წინადადებად  ან  ტექსტად.
·         სიტყვებით  ,,ჯადოქრობა“.
·         ცალკეული  მარცვლებით  სიტყვების  შედგენა,  სიტყვაში  დაკლებული  ნაწილის  აღდგენა,  წინადადებებში  დაკლებული  სიტყვების  აღდგენა,  წინადადებების  ჩასმა  მთლიან  კონტექსტში.
·         კითხვის  უნარის  თანდათანობითი  განმტკიცება_ ნაცნობ  ტექსტში  ახალი  სიტყვების  ჩასმა  და  ტექსტის  წაკითხვა.

საკლასო მენეჯმენტი
 და საგანმანათლებლო  რესურსები
დიდი ფორმატის ქაღალდზე დაწერილი ტექსტები ფერადი ნახატებით, დიდი ასოებითა და დიდი ნახატებით გაფორმებული საბავშვო წიგნები, სიტყვების კედელი, სიტყვების სკივრი, სიტყვების ლოტო,  ფერადი  ფურცლები,  წებო,  ფერადი  ფანქრები,  საღებავები,  მაკრატელი. მოსწავლეების მიერ დამზადებული დიდი წიგნი.

ვადები/ხანგრძლივობა
თებერვალი, მარტი, აპრილი
ფასილიტატორის  სახელი  და  გვარი
ელ. ფოსტა
ნინო  გამყრელიძე   განათლების  (პედაგოგიკის)  მეცნიერებათა  დოქტორი
ninogamkrelidze@gmail.com
                 








მეთოდზე მუშაობის ვადები


ეტაპები
ვადები/დაწყება
დამთავრება
I ეტაპი
01.02
28.02
II ეტაპი
01.03
29.03
III ეტაპი
01.04
19.04





No comments:

Post a Comment