მოსწავლეებმა ჩემთან ერთად დაგეგმა და განახორციელა შემდეგი აქტივობები:
აქტივობა I –ზეპირი პრეზენტაცია ,,პრობლემა ჩემს კლასში“ (04.02-05.02.2013)
როდესაც გაჩნდა პროექტის იდეა, გაჩნდა სურვილიც იმისა, რომ პროექტზე მუშაობის დაწყების წინ ბავშვებს გაემართათ დისკუსია თემაზე-,,პრობლემა ჩემს კლასში“. პრეზენტაციების შედეგად გაირკვა, რომ კლასში მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს უჭირს გამართული კითხვა, რამაც კიდევ უფრო მეტად განამტკიცა მათი სურვილი პროექტის განხორციელების შესახებ.
აქტივობა II–დისკუსია (07. 02.)
შემდეგი სადისკუსიო თემა იყო–,,რატომ არის საჭირო კითხვა?“ აღმოჩნდა, რომ ბავშვებს საკმაოდ ნათელი წარმოდგენა ჰქონდათ წიგნის როლზე ადამიანის ცხოვრებაში, კარგად ესმოდათ, თუ რას ემსახურებოდა ეს პროექტი. გაირკვა, რომ მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი მხოლოდ საპროგრამო მასალის ათვისებით იყო დაინტერესებული, კლასგარეშე კითხვისათვის კი ნაკლებ დროს ხარჯავდნენ, ზოგმა დროის დეფიციტი დაასახელა მიზეზად, ზოგმა–ოჯახში წიგნების ნაკლებობა.
აქტივობა III–საკლასო გარემოს მოწყობა (11.02.-18.02.)
ერთი კვირა დაეთმო საკლასო ოთახის დიზაინს, მოსწავლეებმა მოიძიეს რესურსები. საგამოფენო ზონა მორთეს მათ მიერ დამზადებული ლამაზი ყვავილებითა და სურათებით. შექმნეს საკლასო ბიბლიოთეკა, რომელსაც ,,კითხვის ცენტრი“ დაარქვეს. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ამ საქმეში ჩართულნი და დიდი სიხარულითა და მონდომებით მუშაობდნენ.
აქტივობა IV–ინფორმაციების მოძიება და პრეზენტაცია (19.02-04.03)
მოსწავლეთა ინიციატივით დაიგეგმა შესასრულებელი სამუშაოები. გადანაწილდა დავალებები, გაიწერა ვადები და ყველა ჯგუფს მიეკუთვნა პრეზენტაციის დღეები. თითოეული ჯგუფი ადგენდა კვირის გეგმას, მუდმივად აკონტროლებდა, მისდევდა თუ არა დაგეგმილს, აფასებდა, როდის უკეთ გადიოდა შედეგზე, შესაბამისად იზრდებოდა მათი მოტივაცია.
2 კვირის განმავლობაში მოსწავლეებს მოჰქონდათ სხვადასხვა მასალა წიგნის შესახებ, ინტერნეტიდან მოძიებული ინფორმაცია და აკეთებდნენ პრეზენტაციას კლასის მართვის პროგრამით. საკუთარ ეკრანს უზიარებდნენ თანაკლასელებს.
პროექტი ითვალისწინებდა მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას. მოსწავლეების წინაშე იდგა პრობლემა, ისინი მოვლენებს ახლებურად ხედავდნენ, თავისუფლად გამოთქვამდნენ აზრებს და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით ეძებდნენ გადაჭრის გზებს. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ისინი თვითონ იმუშავებდნენ შესაძლო სტრატეგიებს, გეგმავდნენ შესასრულებელ სამუშაოებს და გაწერილ დროში წარუდგენდნენ თანაკლასელებს. ამ შემთხვევაში მოსწავლეები იყვნენ აქტიურნი და თავისუფალი თვითშემმეცნებელნი.
ბავშვები ძველი და ახალი ცოდნის შედარებით აგროვებდნენ ახალ ინფორმაციას, ხდებოდა ცოდნის აგება, კონსტრუირება. ისინი თავად ამზადებდნენ სხვადასხვა დეტალს, ხატავდნენ, აფერადებდნენ, ჭრიდნენ, ქმნიდდნენ ახალ პროდუქტს. იღებდნენ ფოტოებს, ვიდეოებს, გამოყოფდნენ მნიშვნელოვანს და უზიარებდნენ ერთმანეთს დროის ლიმიტის დაცვით (თვითრეგულაცია).
აქტივობა V- სპექტაკლი - ,,ბიბლიოთეკის ტყვეობაში” (11.03)
მოსწავლეებმა დადგეს მინი სპექტაკლი ,,ბიბლიოთეკის ტყვეობაში”. ერთ-ერთმა მოირგო ჟურნალისტის როლი და გამართა საინტერესო დისკუსია რესპოდენტებთან. ეს აქტივობა უვითარებთ წარმოსახვით აზროვნებას, შემოქმედებით, სოციალურ და საკომუნიკაციო უნარებს. არიან კრეატიულები. წახალისებული იყო მათი შემოქმედებითობა.
თუ რეალობას გადავხედავთ, საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების შედეგებით წიგნიერების კუთხით ქართველ ბავშვებს საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ. წიგნთან დამოკიდებულების, გაუცხოების საკითხი ძალზე მტკივნეული და აღმაშფოთებელია. თუნდაც მოსწავლეების მიერ დადგმული სპექტაკლი ,,ბიბლიოთეკის ტყვეობაში” ამ პრობლემის საპასუხოდაა შექმნილი. მათ ურთიერთდახმარებით უამრავი ინფორმაცია მოიძიეს და ჩაწვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი, როგორც ცოდნის წყარო და თავიდანვე ჩაინერგეს წიგნისადმი სიყვარული.
ასეთ შემთხვევაში სწავლა აქტიურ პროცესად გარდაიქმნება და იგი არაა მოსაწყენი, ერთფეროვანი. მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება გააჩნდათ. ისინი ხალისით მუშაობდნენ, თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. კოლაბორაცია, გუნდური მუშაობა მათი სტრატეგია იყო, ირჩევდნენ საუკეთესო ნამუშევრებს და უზიარებდნენ ერთმანეთს.
ისტ-ი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ. ინფორმაციის გაზიარება ბუკის საშუალებით მათთვის იყო ერთადერთი გზა და მიეცათ მეტი შანსი, ყოფილიყვნენ შემოქმედებითნი, ინოვაციურები.
ინფორმაციას, რომლებსაც ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ, იმეორებდნენ რამდენჯერმე, გამოყოფდნენ მნიშვნელოვანს, საკუთარი გამოცდილების მეშვეობით წყვეტდნენ პრობლემას, რის შედეგადაც ხდებოდა ახალი ცოდნის დაშენება ძველზე.
მოსწავლეები არ იშურებდნენ მონდომებასა და ძალისხმევას, რადგან მეტი ინფორმაცია მოეძიათ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
აქტივობა VI–კვლევა სპეციალური კითხვარის საშუალებით (15.03.)
მოსწავლეები ემზადებოდნენ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში კვლევის ჩასატარებლად და ამიტომ მათთან ერთად შევადგინე კითხვარი.
კითხვები ინტერვიუსათვის
• რას ნიშნავს წიგნიერი?
• გიყვართ კითხვა?
• რა სიხშირით კითხულობთ? (ხშირად, იშვიათად, არასდროს)
• როგორ არჩევ წიგნს წასაკითხად? (კითხულობთ სარჩევს, ანოტაციას, ნახულობთ ილუსტრაციას, ფურცლავთ)
• გაქვთ თუ არა საკუთარი ბიბლიოთეკა?
• romelia თქვენი საყვარელი მწერალი?
• სავარაუდოდ რამდენი წიგნი გექნებათ წაკითხული?
• რა წიგნი წაიკითხეთ ბოლოს?
• წიგნს ანიჭებთ უპირატესობას თუ კომპიუტერს?
• რას გვეტყოდით ჩვენი პროექტის შესახებ?
• რას ურჩევდით ჩვენს თაობას?
აქტივობა VII ,,სტუმრად ბიბლიოთეკაში“ (18.03)
მეტი ინფორმაციულობისთვის მოსწავლეები წავიდნენ ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საბავშვო ლიტერეტურის განყოფილებაში და გაესაუბრნენ იქ მომუშავე თანამშრომლებს. ისინი აგროვებდნენ მეტ საჭირო ინფორმაციას. გამოიყენეს საკლასო ოთახში შედგენილი კითხვარი.
უფროსებმა აუხსნეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჰარმონიული განვითარებისათვის წიგნს და როგორ უწყობს იგი ხელს განათლებისა და ინტელექტის ჩამოყალიბებაში. იქ გადაიღეს უამრავი ფოტო. კვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ირგვლივ გამართეს დისკუსია, მოხდა ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. გააკეთეს პრეზენტაცია. გადაღებულ ფოტოებზე იმსჯელეს და საუკეთესო შეარჩიეს.
აქტივობა VIII ,,დიდი წიგნის“ შექმნა (04.02-19.04)
ხელოვნების გაკვეთილებზე და ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საბავშვო ლიტერატურის განყოფილებაში მოსწავლეებმა შეასრულეს უამრავი სამუშაო ,,დიდი წიგნისათვის.“ ისინი ხატავდნენ ილუსტრაციებს, ფერადი ფურცლებისგან ჭრიდნენ სხვადასხვა დეტალს, აფერადებდნენ, წერდნენ, აწყობდნენ პერსონაჟთა გამოსახულებებს.
მოსწავლეებმა შექმნეს ახალი პროდუქტი-,,დიდი წიგნი“. ისინი თავად ეზიარნენ წიგნის შექმნის პროცესს და იგრძნეს დიდი პასუხისმგებლობა. შემდეგ გამართეს საკუთარი ხელებით შექმნილი ,,დიდი წიგნის” საჯარო პრეზენტაცია და დეტალურად განიხილეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა ,,კეთილი გული”.
ჯგუფის წევრები ერთმანეთს ამხნევებდნენ, თანამშრომლობდნენ პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტისა და საერთო მიზნის მიღწევის მიზნით. მათი მონდომება, ძალისხმევა, კონკრეტული ქმედება წახალისებული იყო.
აქტივობა IX (21.03)
მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი ლირიკული შედევრები და ერთმანეთს გადაუღეს ვიდეო. გააკეთეს შეფასებები და გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულებები წიგნიერების მიმართ. გადაიღეს ვიდეო.
აქტივობა X (24.04)
მოსწავლეებმა ცოდნის გამყარების მიზნით მოაწყვეს გრანდიოზული ღონისძიება.
ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან. მათგან სისტემატურად ვიღებდით სასარგებლო რჩევებს. მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით, 24 აპრილს, ღონისძიებაზე, მოიწვიეს უნივერსიტეტის თანამშრომლები: პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პედაგოგიკის დეპარტამენტის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი მაია ახვლედიანი; სრული პროფესორი ლეილა აბზიანიძე; აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სასწავლო განყოფილების უფროსი, პედაგოგიური ფაკულტეტის, პედაგოგიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი, ღირსების ორდენოსანი იმერ ბასილაძე; ასოცირებული პროფესორი ნატალია დვალი; ქალბატონი ნათელა ბერაძე;
აგრეთვე იმყოფებოდნენ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი გენად მარგველაშვილი, დირექტორის მოადგილე მერაბ გრიგოლაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე ბელა დურგლიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლია კუხიანიძე, დაწყებითი კლასების პედაგოგები, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის თავმჯდომარე ნატალია ჩარკვიანი, ააიპ ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების N26 ფილიალის უფროსი თეა კორძაძე, ამავე ბაგა-ბაღის აღმზრდელი ნანა როხვაძე, Iა კლასის მოსწავლეების მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები. თითოეულმა მათგანმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება თემატიკასთან დაკავშირებით, შეაფასა ღონისძიება და მოსწავლეებს კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ.
(04.03-24.04) ბიბლიოთეკაში და გაკვეთილებზე ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებების პროცესში მოსწავლეები ცდილობდნენ, ეკრანზე გამოსახულება ზუსტად და სუფთად აღბეჭდილიყო, არეგულირებდნენ დროს, შეცდომების შემთხვევაში ხელახლა უხდებოდათ გადაღება. ის მასალები, რომლებიც მათ წარმოადგინეს, აუცილებლად ითხოვდა კომპიუტერის გამოყენებას. სხვა რესურსი ფაქტობრივად, მათთვის მიუწვდომელი იყო. ბუკის საშუალებით ადვილად ხდებოდა ფოტოებისა და ვიდეოების დემონსტრირება.
და ბოლოს, შევქმენით ბლოგი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, განვათავსოთ ჩვენ მიერ ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიების ამსახველი ფოტო-მასალა, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება.
პროექტზე მუშაობის ვადები
ეტაპები
|
ვადები/დაწყება
|
დამთავრება
|
ზეპირი პრეზენტაცია ,,პრობლემა ჩემს კლასში“
|
04.02
|
05.02
|
დისკუსია თემაზე-
,,რატომ არის საჭირო კითხვა?“
|
07.02
|
|
საკლასო გარემოს მოწყობა
|
11.02
|
18.02
|
ინფორმაციების
მოძიება და პრეზენტაცია
|
19.02
|
05.03
|
სპექტაკლი - ,,ბიბლიოთეკის ტყვეობაში”
|
11.03
|
|
კითხვარის შერჩევა საკვლევ თემაზე
|
15.03
|
|
,,სტუმრად ბიბლიოთეკაში“
|
18.03
|
|
,,დიდი წიგნის“ შექმნა
|
04.02
|
05.04
|
,,დიდი წიგნის” საჯარო პრეზენტაცია
|
11.04
|
|
სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი ლირიკული შედევრების წაკითხვა და შეფასებების
გაკეთება
|
21.03
|
|
გრანდიოზული
ღონისძიება
|
24.04
|
|
გადაღებები
|
04.02
|
24.04
|
No comments:
Post a Comment